რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ საბავშვო ბაღებში არდადეგების განმავლობაში გამოუყენებელი საკვები მერიის სოციალურ სამსახურს გადაეცემა
რუსთავის ბაგა-ბაღებში არდადეგების განმავლობაში გამოუყენებელი საკვები მერიის სოციალურ სამსახურს გადაეცემა.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რუსთავის მერიაში განუცხადეს.
„ის პროდუქტები,რომლებიც მალფუჭებადი იყო და მიმდინარე არდადეგების პერიოდში, ბაღებში ბავშვების კვებისთვის უნდა გამოყენებულიყო, სოციალური სამსახურის უფასო სასადილოებს უკვე გადაეცათ.
რაც შეეხება შედარებით არამალფუჭებადი პროდუქტების ბოსტნეულის სასადილოებში განაწილებას, პროცესი ორშაბათს დასრულდება“, – აცხადებენ მერიაში.
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის გამო, ბაღებში სასწავლო პროცესი პირველ აპრილამდე შეჩერებულია.