რუსთავის ერთ-ერთი ბაგა-ბაღიდან ამოღებულ 11 კილოგრამამდე ხორცს ექსპერტიზა ჩაუტარდება
სურსათის უვნებლობის სამსახური რუსთავის ერთ-ერთი ბაგა-ბაღიდან ამოღებულ 11 კილოგრამამდე ხორცს ექსპერტიზა ჩაუტარებს.
როგორც ბაგა-ბაღის მზარეულმა პირველ არხთან განაცხადა, დამუშავების დროს საქონლის ხორცი საკვებად უვარგისი და დაბინძურებული მოეჩვენა, რის გამოც შესაბამის სამსახურს მიმართა.
სურსათის უვნებლობის სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე ზურაბ მაკარაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ანალიზის პასუხებმა აჩვენა, რომ ხორცი საკვებად უვარგისია, შემოწმდება პროდუქტის მომწოდებელი კომპანია და გაირკვევა, სად მოხდა ხორცის დაბინძურება.