რუსთავში, 22-ე საჯარო სკოლაში თანაკლასელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არც ერთი მოსწავლე არ დაშავებულა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.