რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა

16:05, 08.12.2017

რუსთავში, 22-ე საჯარო სკოლაში თანაკლასელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არც ერთი მოსწავლე არ დაშავებულა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

მსგავსი