„რუსთავის აზოტში“ ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება განხორციელდა
„რუსთავის აზოტში“ ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება განხორციელდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სს „რუსთავის აზოტში“ ადმინისტრაციული მიწერილობით დადგენილი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის ინსპექტირება განახორციელეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიწერილობით, კომპანია ვალდებული იყო საქმიანობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების დაცვით განეხორციელებინა. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანიის მიერ გარკვეული ვალდებულებები შესრულებული არ არის, მათ შორის, გამოვლინდა არაორგანიზებული გაფრქვევისა და ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნების დარღვევის ფაქტები. ინსპექტირების პროცესი გრძელდება. საწარმოს მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა და გატარდება კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.