„რუსთავის აზოტის“ ერთ-ერთ საწარმოში სავარაუდოდ ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა
„რუსთავის აზოტის“ ერთ-ერთ საწარმოში სავარაუდოდ ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.
საწარმოში კომენტარს არ აკეთებენ.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.