რუსთავის ავტობაზრობაზე „ტოიოტას“ მარკის ჰიბრიდულ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე „ტოიოტას“ მარკის ჰიბრიდულ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლის გაჩენის დროს ავტომობილი დაკეტილი იყო.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის ერთი ეკიპაჟი.
შემთხვშვის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების ვარაუდით, ხანძარი გაუმართავმა ელექროსისტემამ გამოიწვია.