რუსთავის ავტობაზრობაზე ხანძრის შედეგად რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა

16:35, 06.06.2021

რუსთავის ავტობაზრობაზე ხანძრის შედეგად რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე რვა სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ რუსთავში ავტობაზრობის ტერიტორიაზე ერთ-ერთ შენობაში შეინიშნებოდა ღია ცეცხლი. ინიციატორის გადმოცემით, შენობიდან ხანძარი გავრცელებული იყო სიახლოვეს მდგარ რამდენიმე ავტომანქანაზე და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირება.

ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. მეხანძრე-მაშველებმა დროულად აღკვეთეს ცეცხლის სხვა მანქანებზე გავრცელების საფრთხე და მოახერხეს ხანძრის ლიკვიდირება.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

მსგავსი