საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” თურქეთში შეკრებაზე იმყოფება და მეორე საკონტროლო მატჩი გამართა. იური გაზაევის გუნდის მეტოქე უნგრეთის რანგით მეორე ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი, მე-16 ადგილზე მყოფი “შიოფოკი” გახლდათ.
ამის მიუხედავად, ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხულმა „რუსთავმა“ შეხვედრა წააგო. მე-16 წუთზე გალ მატიაშმა გაიტანა, ხოლო 86-ე წუთზე ნაიგ დანიელმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 0:2.
„რუსთავი“: რევიშვილი, გეგეჭკორი, ცხოვრებოვი, კვირკველია, ფონიავა, კლიმიაშვილი, პაპავა, სიჭინავა, გორელიშვილი, კვირკვია, ბარაბაძე.
შეცვლაზე: სეფიაშვილი, კირკიტაძე, ბრაჭული, გუჯაბიძე, ციცქიშვილი, სილაგაძე, მარცვალაძე, ჩოგაძე, ზვიადაძე.