„რუსთავი“ უნგრეთის მეორე ლიგის აუტსაიდერთან დამარცხდა
„რუსთავი“ უნგრეთის მეორე ლიგის აუტსაიდერთან დამარცხდა

საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” თურქეთში შეკრებაზე იმყოფება და მეორე საკონტროლო მატჩი გამართა. იური გაზაევის გუნდის მეტოქე უნგრეთის რანგით მეორე ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი, მე-16 ადგილზე მყოფი “შიოფოკი” გახლდათ.

ამის მიუხედავად, ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხულმა „რუსთავმა“ შეხვედრა წააგო. მე-16 წუთზე გალ მატიაშმა გაიტანა, ხოლო 86-ე წუთზე ნაიგ დანიელმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 0:2.

„რუსთავი“: რევიშვილი, გეგეჭკორი, ცხოვრებოვი, კვირკველია, ფონიავა, კლიმიაშვილი, პაპავა, სიჭინავა, გორელიშვილი, კვირკვია, ბარაბაძე.

შეცვლაზე: სეფიაშვილი, კირკიტაძე, ბრაჭული, გუჯაბიძე, ციცქიშვილი, სილაგაძე, მარცვალაძე, ჩოგაძე, ზვიადაძე.