რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა ელექტრონულადაც იქნება შესაძლებელი
კომპანია „ინტერტრანსი” გადახდის ახალ სისტემაზე გადადის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამიერიდან, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა ელექტრონულად, ,,მეტრომანის“ და „საქართველოს ბანკის” ნებისმიერი ბარათით იქნება შესაძლებელი.
პირველ ეტაპზე სისტემა 100 ერთეულ ე.წ ,,ყვითელ” მიკროავტობუსში დამონტაჟდა. სიახლეა ისიც, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მარშრუტის აღმნიშვნელი ელექტრო ტაბლოების დამონტაჟებაც მოხდა.
მგაზვრობის ღირებულების გადახდა მსურველებს ნაღდი ფულითაც შეუძლიათ.
უახლოეს პერიოდში გადახდის ახალი სისტემით სარგებლობა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ყველა ყვითელ მიკროავტობუსში იქნება შესაძლებელი.