რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მაგისტრალზე ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა.
ავარიისას დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.