რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე ავარიას ცხრა წლის ბავშვი და შუა ხნის ქალი ემსხვერპლნენ
რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, დაღუპულია ცხრა წლის ბავშვი და შუა ხნის ქალი. ავარიის შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის 11 წლის მოზარდი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.