თბილისში, რუსთაველის გამზირზე „სახაჭაპურე N1“ დააყაჩაღეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
თვითმხილველების განცხადებით, კვების ობიექტიდან თანხაა წაღებული.
შსს-ს პრესსამსახურში პირველ არხს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.