რუსთაველზე აქციის მონაწილეების სიმრავლის გამო, საავტომობილო გზა ნახევრად გადაკეტილია
რუსთაველზე აქციის მონაწილეების სიმრავლის გამო, საავტომობილო გზა ნახევრად გადაკეტილია

პარლამენტის წინ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის ორგანიზებით გამართულ აქციაზე,  ხალხის სიმრავლოს გამო ავტომობილების სავალი გზა სანახევროდ გადაკეტილია.  ნახევარ ზოლს კი პოლიცია იცავს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ პოლიციელებს მოუწოდა, ნუ გაუწევენ წინააღმდეგობას აქციის მონაწილეებს და მისცენ საშუალება, დაიკავონ გზის სავალი ნაწილი.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამის ორგანიზებით პარლამენტის შენობის წინ აქცია ლოზუნგით – #ნუმომკლავ იმართება.

ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სამართლიან გამოძიებას ითხოვს.