რუსთაველის თეატრში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი შეკრება მიმდინარეობს
რუსთაველის თეატრში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის – კონსერვატიული გაერთიანება „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი შეკრება მიმდინარეობს.
როგორც აღინიშნა, დღევანდელ ღონისძიებაზე მოხდება საინიციატივო ჯგუფის წარდგენა.
საზოგადოებრივი მოძრაობის დამფუძნებლების თქმით, ეს იქნება ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც გაერთიანდება კონკრეტული ღირებულებების სისტემის გარშემო.
მათივე განცხადებით, შეიქმნება მძლავრი ორგანიზებული ძალა, რომელიც ღირსეულად შეხვდება ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებს.