რუსთაველის გამზირზე „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერებსა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერებსა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც ადგილიდან ჟურნალისტი იუწყება, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც სპორტის სასახლეში „პატრიოტთა ალიანსის“ შეკრების შემდეგ პარტიის მხარდამჭერები და ბეჟან გუნავა პარლამენტთან მივიდნენ და უნდოდათ, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორები ტერიტორიიდან გაეყვანათ, რათა აქცია თავად გაემართათ. მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.
„ჩვენ ამათ აქედან გავაძევებთ. მე, ბეჟან გუნავა გაძლევთ ამის პირობას. რა გეგმა გვაქვს? სიმსივნე – ევრონაცების სახით საქართველოში უნდა ამოვკვეთოთ, შემდეგ ქრონიკული დაავადება, „ქართული ოცნება“ ზედ უნდა მივაყოლოთ და ხელისუფლება უნდა დავუბრუნოთ ხალხს. სამართალდამცველები იქცევიან არაკანონიერად, არ გვიშვებენ აქციაზე. მეც ვაკეთებ აქციას. ესენი არიან დაქირავებული ერის მოღალატეები. დღეს ამ ქათმებმა შეურაცხყოფა მიაყენეს დეპუტატ ემზარ კვიციანს“, – განაცხადა ბეჟან გუნავამ.
ადგილზე რამდენიმე პირი დააკავეს.