რუსთაველის გამზირზე ლგბტქ+ დროშით მყოფ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის ბაღში კვლავ დაპირისპირებაა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთ-ერთმა აქტივისტმა გოგონამ ტერიტორიაზე ლგბტქ+ დროშით გამოიარა, რომელსაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
აქტივისტებმა გოგონას დროშა გამოართვეს და დაწვეს.
სამართალდამცველებმა გოგონას ტერიტორიიდან გარიდება სცადეს.