რუსთაველის გამზირზე ლგბტქ+ დროშით მყოფ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

15:11, 05.07.2021

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის ბაღში კვლავ დაპირისპირებაა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთ-ერთმა აქტივისტმა გოგონამ ტერიტორიაზე ლგბტქ+ დროშით გამოიარა, რომელსაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

აქტივისტებმა გოგონას დროშა გამოართვეს და დაწვეს.

სამართალდამცველებმა გოგონას ტერიტორიიდან გარიდება სცადეს.

მსგავსი