რუსთაველის გამზირზე, ოპერასთან ერთმანეთს სამი ავტომობილი დაეჯახა.
როგორც საქართველოს პირველს არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„დაჯარიმდება მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით“, – აცხადებენ უწყებაში.