რუსთაველის გამზირზე ერთმანეთს სამი ავტომობილი დაეჯახა

21:19, 23.07.2019

რუსთაველის გამზირზე, ოპერასთან ერთმანეთს სამი ავტომობილი დაეჯახა.

როგორც საქართველოს პირველს არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„დაჯარიმდება მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით“, – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი