საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებული აქცია იმართება.
აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მათ შორის სანდრა რულოვსი იმყოფებიან.
პარლამენტის წინ შეკრებილებს „სირცხვილიას“ წევრები მიმართავენ.
აქციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურის დაყენებას აპროტესტებენ. პარლამენტის წინ გახარიას საწინააღმდეგო აქცია უკვე 76-ე დღეა, რაც იმართება.
აქციაზე პოლიციელები არიან მობილიზებული.