რუსთაველის გამზირზე აქცია იმართება
რუსთაველის გამზირზე აქცია იმართება

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებული აქცია იმართება.

აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მათ შორის სანდრა რულოვსი იმყოფებიან.

პარლამენტის წინ შეკრებილებს „სირცხვილიას“ წევრები მიმართავენ.

აქციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურის დაყენებას აპროტესტებენ.  პარლამენტის წინ გახარიას საწინააღმდეგო აქცია უკვე 76-ე დღეა, რაც იმართება.

აქციაზე პოლიციელები არიან მობილიზებული.

დატოვე კომენტარი