რუსულ ტელეკომპანია Russia Today-ის ჟურნალისტებს კონგრესში აკრედიტაცია გაუუქმეს. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას ოფიციალური წერილით აცნობეს.
როგორც გზავნილიდან ირკვევა, რუსული ტელეარხის რეპორტიორებს, კონგრესსა და სენატში აკრედიტაციების დაბრუნებისკენ მოუწოდეს.
წერილში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება 21 ნოემბერს გამართული ფარული კენჭსიყრის საფუძველზე მიიღეს. კონგრესის პრესცენტრების საამმართველომ აკრედიტაციების გაუქმების მოტივად Russia Today-ს „უცხოელ აგენტად“ რეგისტრაცია დაასახელეს.
„აგენტებს ან სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს აკრედიტაციის უფლება არ აქვთ“, – ნათქვამია წერილში. მომხდარს უკვე გამოეხმაურა აშშ-ში რუსეთის ელჩი. მისი თქმით, ეს ვაშინგტონის მხრიდან გადადგმული „მორიგი არამეგობრული ნაბიჯია“.
Russia Today აშშ-ში „უცხოელ აგენტად“ 10 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე დარეგისტრირდა. ვაშინგტონში ამტკიცებენ, რომ ამ სტატუსის მიღების მიუხედავად რუსულ ტელეარხს და მის თანამშრომლებს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი არ შეეშლებათ.
აღსანიშნავია, რომ რუსული ტელეკომპანიის ჟურნალისტებითვის აკრედიტაციების გაუქმების გადაწყვეტილება არა კონგრესმა, არამედ მისგან დამოუკიდებლად მოქმედმა ორგანომ „ჟურნალისტების გალერეამ“ მიიღო, რომლის მთავარ კომიტეტში ხუთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი რეპორტიორი შედის.