რუსლან სტეფანჩუკი - უკრაინას სურს, ალიანსში შვედეთის გაწევრიანების შემდეგ ნატო-ს 33-ე წევრი გახდეს
რუსლან სტეფანჩუკი - უკრაინას სურს, ალიანსში შვედეთის გაწევრიანების შემდეგ ნატო-ს 33-ე წევრი გახდეს

ალიანსში შვედეთის გაწევრიანების შემდეგ უკრაინას სურს, ნატო-ს 33-ე წევრი გახდეს, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, უკრაინის პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ უკრაინას ნატო-ში გაწევრიანება ფინეთისა და შვედეთის მოდელით სურს.

„ძალიან დიდხანს ვსაუბრობდით უკრაინის „ფინეთიზაციაზე“. ნატო-ში ფინეთის მიღების შემდეგ, მზად ვარ, ფინეთის გზა ავიღო, მზად ვართ ასეთი „ფინეთიზაციისთვის“. 24 თებერვლის შემდეგ ფინეთი ნატოს 31-ე ქვეყანა გახდა და ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში 32-ე ქვეყანა შვედეთი გახდება. ჩვენ გვსურს, რომ 33-ე წევრი გავხდეთ და გვსურს,  გავიაროთ ეს გზა ისე, როგორც ის ფინეთმა და შვედეთმა გაიარეს“, – განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.

რუსლან სტეფანჩუკმა აღნიშნა, რომ ნატო-სა და ევროკავშირში ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება კონსენსუსის საფუძველზე ხდება. მისი თქმით, ამისთვის უკრაინამ უნდა აჩვენოს, სულ მცირე, გარკვეული თავსებადობა და პოტენციური პროგრესი. „ვფიქრობ, ეს იქნება საფუძველი მათ მიერ გადაწყვეტილების მისაღებად“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.