რუსი სამხედროების მიერ უკრაინის ქალაქ ორეხოვში მდებარე ჰუმანიტარული დახმარების ადგილის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 11 ადამიანი
რუსი სამხედროების მიერ უკრაინის ქალაქ ორეხოვში მდებარე ჰუმანიტარული დახმარების ადგილის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 11 ადამიანი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ორეხოვში, საცხოვრებელ ზონაში, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ადგილი მართვადი ბომბით დაბომბეს. სარაკეტო იერიშს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 11 ადამიანი კი დაშავდა.

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ 36 მიზანმიმართული დარტყმა განახორციელა ზაპოროჟიეს რაიონის 10 დასახლებულ პუნქტზე. განადგურებულია ათი სამოქალაქო ობიექტი.

ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ 10 ივლისის დილიდან სამაშველო სამუშაოები გრძელდება, რადგან ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ხალხი კვლავ იყოს.