რუსი სამხედროების მიერ ხარკოვის ოლქის დასახლებების დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა
რუსი სამხედროების მიერ ხარკოვის ოლქის დასახლებების დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. შესაბამის ინფორმაციას ხარკოვის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.
კერძოდ, ერთი ქალი ემსხვერპლა კუპიანსკის დაბომბვას, ასევე დაიღუპა მამაკაცი დასახლება დვურეჩნაიაში.
ქალაქ კუპიანსკში დაზიანებულია კერძო საწარმოს ტერიტორია. წინასწარი ცნობებით, რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის დასახლებებს ცეცხლი გაუხსნეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.