რუსი მილიარდერი ოლეგ დერიპასკა - ზამთარი, შესაძლოა, მართლაც ცივი იყოს ევროპაში, როგორც ჩანს, უკრაინაშიც მკაცრი ზამთარი რეიტინგებს დაწევს, დროა, მოლაპარაკებების და ამ ყველაფრის დასრულების
რუსი მილიარდერი, აშშ-ის და ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი ოლეგ დერიპასკა მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყებას ემხრობა. ამის შესახებ ოლეგ დერიპასკა „ტელეგრამარხში“ წერს.
„ზამთარი, შეიძლება, მართლაც ცივი იყოს ევროპაში. უკრაინაშიც, როგორც ჩანს, მკაცრი ზამთარი რეიტინგებს ყველაზე დაბალ დონეზე დაწევს. ხომ ვამბობდით სექტემბერში: დროა მოლაპარაკებების დაწყების და ამ ყველაფრის დასრულების“, – წერს დერიპასკა.
უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ დერიპასკას მშვიდობიანი მოლაპარაკებების მხარდასაჭერად არაერთი განცხადება გაუკეთებია. მიმდინარე წლის სექტემბერში კრემლთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა არ გამორიცხა, რომ, პაციფისტების აქტიური პოზიციის არსებობის შემთხვევაში, ერთ წელში შესაძლებელია უკრაინაში კონფლიქტის დასრულება.