მძლეოსნობაში ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორმა იგორ ტრანდენკოვმა ილაპარაკა ორიათასიანების დასაწყისში რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციაში არსებულ ტრადიციაზე. კერძოდ, აკრძალული პრეპარატებით ვაჭრობაზე.
„მაშინ საქმე შემდეგში იყო: გაიძულებდნენ პრეპარატების შეძენას ადამიანებისგან, რომლებიც ფედერაციის სათავეში იდგნენ. სამჯერ ძვირად, ვიდრე ჩვეულებრივ შეიძლებოდა ყიდვა. შემდეგ იჭერდნენ დოპინგ-კონტროლზე, რადგან იცოდნენ, რაც დააშავა. უბრალო ტესტი საკმარისი იყო. შემდეგ კი იწყებოდა გამოძალვა გაუთქმელობის სანაცვლოდ“, – თქვა ტრანდენკოვმა.
53 წლის ყოფილმა სპორტსმენმა არ დაასახელა მათი გვარები, რომლებიც ამ მაქინაციებში მონაწილეობდნენ, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ ვალენტინ ბალახნიჩევს უნდა სცოდნოდა ამ სქემის შესახებ.
ბალახნიჩევი პრეზიდენტის პოსტზე იყო 1990-2015 წლებში. მან პოსტი დოპინგ-სკანდალის აგორების შემდეგ დატოვა. მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მას სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა.
ტრანდენკოვი ორჯერ იყო თამაშების პრიზიორი ჭოკით ხტომაში. მან მოიგო ვერცხლის მედლები ბარსელონასა და ატლანტას ოლიმპიადებზე.