რუსი აქტივისტი პიოტრ ვერზილოვი რუსეთის ხელისუფლებას მოწამვლის მცდელობაში ადანაშაულებს
რუსი აქტივისტი პიოტრ ვერზილოვი რუსეთის ხელისუფლებას მოწამვლის მცდელობაში ადანაშაულებს

რუსი აქტივისტი პიოტრ ვერზილოვი რუსეთის ხელისუფლებას მოწამვლის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სკანდალურად ცნობილი რუსული ჯგუფის ” Pussy Raiot” – ის წევრმა გერმანულ გამოცემა Bild-თან განაცხადა.

ვერზილოვის თქმით, ის პროფესიონალებმა მოწამლეს.

“ჩემი მოწამვლა პროფესიონალებმა მოაწყვეს. ვვარაუდობ, რომ ეს რუსეთის საიდუმლო სამსახურებმა გააკეთეს” – განაცხადა ვერზილოვმა.

ორი კვირის წინ, Pussy Raiot-ის წევრი სასამართლო დარბაზში შეუძლოდ გახდა. ის ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ აქტივისტს “მოწამვლის ნიშნები აქვს”.

თავად ვერზილოვი აცხადებს, რომ მისი მოწამვლა, სავარაუდოდ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლული სამი რუსი ჟურნალისტის საქმის გამოძიებას უკავშირდება. აქტივისტი ამბობს, რომ ის მაშინ მოწამლეს, როდესაც გამოძიების ახალი დეტალები ჩაუვარდა ხელში.