რუსეთთან თანამშრომლობის გამო, აშშ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს
რუსეთთან თანამშრომლობის გამო, აშშ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფედერალური რეესტრის შეტყობინებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, კანონის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა განსაზღვრა, რომ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის სამმართველომ 2017 წლის შემდეგ შეგნებულად ჩაატარა ოპერაციები პირებთან, რომლებიც არიან რუსეთის მთავრობის თავდაცვის ან დაზვერვის სექტორის ნაწილი ან მოქმედებენ მათი სახელით.
„სანქციების საშუალებით ამერიკის მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირების“ კანონის შესაბამისად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სანქციები განსაზღვრა თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის სამმართველოს პრეზიდენტის, ისმაილ დემირის, სამმართველოს ვიცე-პრეზიდენტის, ფარუკ იგიტის, ასევე სამმართველოს საჰაერო თავდაცვისა და კოსმოსური დეპარტამენტის უფროსის, სერჰატ გენკოღლუს და საჰაერო თავდაცვის სისტემების რეგიონალური დირექტორატის პროგრამის მენეჯერის, მუსტაფა დენიზის წინააღმდეგ.
თურქეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები 7 აპრილს შევა ძალაში.