რუსეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნისას რვა ადამიანი დაიღუპა, სამი წლის ბავშვი კი გადარჩა
რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი L-410 ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, მომხდარის შედეგად, რვა ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის ექვსი მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრია. ავიაკატასტროფას გადაურჩა მხოლოდ სამი წლის ბავშვი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საგამოძიებო კომიტეტი ავიაკატასტროფის სამ ვერსიას განიხილავს – არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები, მფრინავის შეცდომა და ტექნიკური გაუმართაობა.
„ხაბაროვსკის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი ხაბაროვსკიდან ნელკანში მიფრინავდა.