რუსეთში ტანკერზე აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ინციდენტის ადგილზე, პრიმორსკის პორტთან სამძებრო სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
როგორც რუსული მედია საზღვაო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, აფეთქების შემდეგ ტანკერის ჩაძირვის საშიშროება არ არსებობს, რადგან ინციდენტის დროს ტანკერის კარკასი არ დაზიანებულა.