ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სუ-34 ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი ორი პილოტი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სუ-34 გეგმური სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფის წინასწარ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.