რუსეთში შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება დაიწყო.
როგორც სააგენტო „ტასი“ რუსეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს, აპრილის თვის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა მასშტაბის ოთხი ათასზე მეტი სამხედრო წვრთნა.
კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აპრილში ჩატარდება 4 048 სწავლება, მათ შორის 812 ორმხრივი. სამხედრო წვრთნები ყველა სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე და ჩრდილოეთ ფლოტში ტარდება, ასევე იაპონიასთან სადავო კურილიის კუნძულების მიმდებარედ. შემოწმდება შეიარაღებული ძალების ყველა სახის ჯარის მზადყოფნა.