რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩვენო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. როგორც რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ელა პაფილოვამ განაცხადა, პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი უკვე გამოთქვა 23-მა ადამიანმა.
14 დეკემბერს საარჩევნო მარათონში მონაწილეობის შესახებ განცხადება რუსეთის მოქმედმა ლიდერმა, ვლადიმირ პუტინმა გააკეთა. ასევე, კენჭისყრას გეგმავს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, „იაბლოკოს“ ლიდერი გრიგორი იავლინსკი, ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი და ლიბერალ-დემოკრატების მეთაური ვლადიმირ ჟირინოვსკი.
პრეზიდენტობის კანდიდატების ზუსტი სია თებერვალში გამოქვეყნდება. რუსეთის მოქალაქეები პრეზიდენტს 2018 წლის 18 მარტს აირჩევენ.