რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩვენო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. როგორც რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ელა პაფილოვამ განაცხადა, პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი უკვე გამოთქვა 23-მა ადამიანმა.

14 დეკემბერს საარჩევნო მარათონში მონაწილეობის შესახებ განცხადება რუსეთის მოქმედმა ლიდერმა, ვლადიმირ პუტინმა გააკეთა. ასევე, კენჭისყრას გეგმავს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, „იაბლოკოს“ ლიდერი გრიგორი იავლინსკი, ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი და ლიბერალ-დემოკრატების მეთაური ვლადიმირ ჟირინოვსკი.

პრეზიდენტობის კანდიდატების ზუსტი სია თებერვალში გამოქვეყნდება. რუსეთის მოქალაქეები პრეზიდენტს 2018 წლის 18 მარტს აირჩევენ.