რუსეთში საპენსიო რეფორმების წინააღმდეგ აქციების მონაწილეებს აკავებენ
რუსეთში საპენსიო რეფორმების წინააღმდეგ აქციების მონაწილეებს აკავებენ.
დემონსტრაციები რუსეთში მიმდინარე მუნიციპალური არჩევნების პარალელურად 80-ზე მეტ ქალაქში იმართება. ორგანიზატორი ალექსეი ნავალნი თავად ვერ მონაწილებს მიტინგებში, რადგან ის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
აქციები მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურში მერიასთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს, რის გამოც, პოლიცია მომიტინგეებს აკავებს. სულ დაპატიმრებულ აქტივისტთა რიცხვი 150-ს სცდება. ამასთან, როგორც ცნობილია, დაკავებულთა ნაწილი პოლიციამ მალევე გაათავისუფლა.