რუსეთში პენსიონერ ქალებს სპინერები აჩუქეს. სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა უჩვეულო გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სათამაშო მოხუცებს სტრესის დაძლევაში დაეხმარება.
რუსული მედიის ინფორმაციით, 8 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პენსიონერებს სპინერის გამოყენება ასწავლეს, შემდეგ კი დატრიალებაში კონკურსიც გამართეს.
„დარწმუნებული ვარ, რომ სპინერი დაგეხმარებათ უმცროს თაობასთან დიალოგის დამყარებაში. ახლა თქვენ ტრენდში იქნებით“, – განაცხადა შეხვედრაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა.