რუსეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა
რუსეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში „კოვიდ-19“-ით 384 ადამიანი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 100 017 შეადგინა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 021 შემთხვევა გამოვლინდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 მილიონ 572 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 მილიონ 195 ათასს აჭარბებს.