რუსეთში პალესტინის ელჩი - ისრაელის დაზვერვას კავშირი აქვს ტერორისტულ დაჯგუფება, „ალ-ნუსრას" ფრონტთან
რუსეთში პალესტინის ელჩი - ისრაელის დაზვერვას კავშირი აქვს ტერორისტულ დაჯგუფება, „ალ-ნუსრას" ფრონტთან

ისრაელის დაზვერვას სირიის ტერორისტულ დაჯგუფება, „ალ-ნუსრასფრონტთან აქვს კავშირი – ამის შესახებ რუსეთში პალესტინის ელჩმა, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არის გარკვეული კომუნიკაცია ისრაელის სადაზვერვო სამსახურსა და „ალ-ნუსრას” ფრონტის წარმომადგენლებს შორის, რაც დახმარებასა და დაჭრილთა რეაბილიტაციაში გამოიხატება“, – აღნიშნა აბდელჰაფიზ ნოფალმა.

პალესტინელი დიპლომატის თქმით, ეროვნულმა საბჭომ ადმინისტრაციის ლიდერს, მაჰმუდ აბასს მოუწოდა,  ორი დღის ვადაში შეცვალოს ისრაელის აღიარება.

„ვფიქრობ, ეს არის პალესტინის ხელმძღვანელობის გზავნილი, არა მხოლოდ პალესტინელი ხალხის მიმართ, არამედ არაბული სამყაროს ლიდერების მისამართითაც“, – განაცხადა ნოფალმა.