რუსეთში მოკლული სტანისლავ მარკელოვისა და ანასტასია ბაბუროვას ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს
რუსეთში მოკლული სტანისლავ მარკელოვისა და ანასტასია ბაბუროვას ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

რუსეთში 10 წლის წინ მოკლული ადვოკატის სტანისლავ მარკელოვისა და ჟურნალისტის ანასტასია ბაბუროვას ხსოვნის ნიშნად სანქტ-პეტერბურგში არასანქცირებული აქცია გაიმართა. რუსული მედიის ცნობით, დემონსტრაციაზე პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა. ანალოგიური აქცია მერიის მხრიდან სანქცირებული იყო მოსკოვში, თუმცა რამდენიმე აქტივისტი იქაც დააკავეს.

სტანისლავ მარკელოვი და ანასტასია ბაბუროვა 2009 წლის 19 იანვარს რუსეთის დედაქალაქის ცენტრში მოკლეს. ყოველწლიურად ამ დღეს რუსეთში ანტიფაშისტური მსვლელობები იმართება. მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ნაციონალისტური დაჯგუფების წევრს ნიკიტა ტიხონოვს. მის თანამზრახველს, ევგენია ხასის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.