ვლადიმერ პუტინი - ყველაფერი, რაც კანონს სცდება, არა მხოლოდ კონტრპროდუქტიული, არამედ საშიშიცაა
ვლადიმერ პუტინი - ყველაფერი, რაც კანონს სცდება, არა მხოლოდ კონტრპროდუქტიული, არამედ საშიშიცაა

ყველაფერი, რაც კანონს სცდება, არა მხოლოდ კონტრპროდუქტიული, არამედ საშიშიცაა, – ამ განცხადებით გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უქმეებზე ქვეყნის მასშტაბით 60-ზე მეტ ქალაქში გამართულ საპროტესტო აქციას და მოქალაქეთა დაკავებას.

„ყველას აქვს უფლება, გამოხატოს აზრი კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში. ყველაფერი, რაც სცდება კანონს, არა მხოლოდ კონტრპროდუქტიული, არამედ საშიშიცაა. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არაერთხელ შევეჩეხეთ ვითარებას, როდესაც სიტუაცია ბევრად გასცდა კანონის ფარგლებს და მივყავდით საზოგადოების, სახელმწიფოს ისეთ დახლეჩვამდე, რომლისგანაც ზიანდებოდნენ არა მხოლოდ ისინი, ვინც ამ გახლეჩვას იწვევდა, არამედ ის ხალხიც, ვისაც ამასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა საპროტესტო აქციაზე არასრულწლოვანთა მონაწილეობა ტერორისტების მიერ ბავშვების ფარად გამოყენებას შეადარა.

„ყველა ადამიანს აქვს უფლება პოლიტიკური საქმიანობის, საკუთარი აზრის გამოხატვის, საკუთარი აზრის საზოგადოების ცნობიერებამდე მიტანის, თუმცა კანონის ფარგლებში. სწორედ ასეთივე კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედონ სამართალდამცველებმაც. მათ უნდა შეასრულონ საკუთარი მოვალეობა, ემსახურონ რუს ხალხს და სახელმწიფოს“, – აღნიშნავს პუტინი.