რუსეთში MiG-31-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში მოხდა. ჩამოვარდნამდე ორივე პილოტმა კატაპულტირება მოახდინა.
სამხედრო თვითმფრინავი ავიაბაზიდან 17 კილომეტრში, აფრენის შემდეგ რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.
საჰაერო ხომალდს ჩამოვარდნამდე სავარაუდოდ, ცეცხლი გაუჩნდა. ავიაკატასტროფის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.
თვითმფრინავი სასწავლო გაფრენას ახორციელებდა და შეიარაღებით აღჭურვილი არ იყო.