რუსეთში მესინჯერების ანონიმურად გამოყენება იკრძალება. რუსეთის მთავრობის განკარგულებით, მესინჯერების ოპერატორები ვალდებულები ხდებიან მომხმარებლების იდენტიფიცირება, ტელეფონის ნომრით მოახდინონ. კავშირგაბმულობის ოპერატორები ამ მონაცემებს სპეციალურ ბაზაში შეიყვანენ.
კანონის მიხედვით, მესინჯერში ახალი მომხმარებლის რეგისტრაციის დროს ადმინისტრაციამ უნდა მიმართოს მობილურ ოპერატორს, რომელმაც ტელეფონის ნომრის მფლობელების შესახებ ინფორმაცია 20 წუთში უნდა გასცეს. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს კოდს, რომლითაც რეგისტრაციის პროცესს დაასრულებს. თავის მხრივ, მობილური ოპერატორი შექმნის ბაზას, სადაც მითითებული იქნება, თუ რომელი მესინჯერით სარგებლობს კონკრეტული პირი.
იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს მობილურ ოპერატორთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს, მაშინ ამ უკანასკნელმა ამის შესახებ მესინჯერის ადმინისტრაციას 24 საათის განმავლობაში უნდა აცნობოს.