რუსეთში მარტის შემდეგ კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 10 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 399 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში მარტის შემდეგ კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა. როგორც რუსეთის მთავრობის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 10 407 ადამიანს დაუდასტურდა.
სულ პანდემიის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი 5 156 250-მა ადამიანს დაუფიქსირდა.
ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 399 პაციენტი გარდაიცვალა. სულ რუსთავში ვირუსს 124 895 ადამიანი ემსხვერპლა.