რუსეთში მარტის შემდეგ კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 10 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 399 პაციენტი კი გარდაიცვალა

13:17, 09.06.2021

რუსეთში მარტის შემდეგ კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა. როგორც რუსეთის მთავრობის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 10 407 ადამიანს დაუდასტურდა.

სულ პანდემიის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი 5 156 250-მა ადამიანს დაუფიქსირდა.

ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 399 პაციენტი გარდაიცვალა. სულ რუსთავში ვირუსს 124 895 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი