რუსეთში, კრასნოდარის მხარეში ნავთობპროდუქტების რეზერვუარი იწვის
რუსეთში, კრასნოდარის მხარეში ნავთობპროდუქტების რეზერვუარი იწვის

რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობპროდუქტების რეზერვუარი იწვის, – ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფორმაციას ადასტურებს კრასნოდარის მხარის გუბერნატორიც. ხანძარი გაჩნდა დასახლება ვოლნაში, რომელიც ტამანთან ახლოს მდებარეობს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილობრივი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება.

რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ტამანის პორტში მდებარე ნავთობპროდუქტების რეზერვუარზე იერიში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა.

უკრაინაში ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.