რუსეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 250 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ განცხადება ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში გააკეთეს.
ბოლო 24 საათში რუსეთში აღრიცხეს ვირუსის 9 974 ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა 93 ადამიანი.
საერთო ჯამში რუსეთში კოვიდინფექციას ემსხვერპლა 2 305 ადამიანი, 53 530 გამოჯანმრთელდა. მათგან 5 527-მა საავადმყოფო ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დატოვა.