მოსკოვში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 56 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქვეყანაში შექმნილ კორონავირუსის სიტუაციის კონტროლისა და მონიტორინგის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
რუსეთის დედაქალაქში, ოფიციალური სტატისტიკით, „კოვიდ-19“-ით სულ 3 085 ადამიანია გარდაცვლილი, გამოვლენილია ინფიცირების 198 590 შემთხვევა, საიდანაც ნახევარზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა.
რუსეთის მთელი ტერიტორიის მასშტაბით კი დადასტურებულია კორონავირუსის 485 253 შემთხვევა და გარდაცვლილია 6 142 ინფიცირებული.